Tuesday 11 August 2009

Skype-მისი ისტორია



მოგესალმებით! დღეს ვისაუბრებ სკაიპის შესახებ. დავწერ მისი შექმნის ისტორიას. ბოლო-ბოლო დავადგინოთ ვინ შექმნა ის. საქართველოში ათასი ჭორია. ხან ამბობენ პოლონელებმაო, ხან ესტონელებმაო, ზოგი ამბობს რუსებმაო და ა.შ.
      მაშ ასე. პირველი რა უნდა ვთქვა! Skype ესტონელმა პროგრამისტებმა შექმნეს! მაგრამ თვით კომპანია Skype Group შვედმა და დანიელმა სპეციალისტებმა დაარსეს. შეგვიძლია ვთქვათ სკაიპი სრულიად სკანდინავიის და ბალტიისპირეთის მონაპოვარია. თავდაპირველად Skype არ ერქვა Skype-ს, მას Sky peer-to-peer ერქვა. მისგან კი შეიქმნა აბრევიატურა Skyper, მაგრამ რადგან ესეთი დომენი უკვე ვიგაცა, ან ვიგაცეებს ქონდათ დაკავებული, კომპანიის მესვეურებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა მოაშორეს აბრევიატურა "ერ" აო და დარჩა Skype. ეს შედგა Skype. სკაიპის მფლობელებმა არ დააყოვნეს და სასწაფოდ გახსნეს ოფისები: ლუქსემბურგში, ლოდონში, ტარტუში, ტალინში, სტოკჰოლმში, პრაღაში და თვით სან ხოსეშიც კი (კალიფორნიის შტატი). სკაიპმა წარმატებას პირველივე დღეებიდან ჩახედა თვალებში, სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისით აშშ-ს გიგანტი კომპანია eBay. სწორედ მან შეიძინა სულ რაღაც თოთო კომპანია (Skype დაარსდა 2003 წლის აგვისტოში) 2.6 მილიარდ აშშ დოლარად.
აქვე ტექნიკური ინფორმაციაც. სკაიპი მუშაობს საზოგადოებისთვი ცნობილ სამივე ოპერაციულ სისტემაზე. პროგრამა დაწერილია Objective-C და Delphi-ზე. (ვიცი Delphi-ის მოყვარულებს გაგიხარდათ ამის გაგონება ;)).  

e-commerce საიტი: Alibaba.Com


მოგესალმებით! დღეს მე დავწერ მთელს აღმოსავლეთში (ვგულისხმობ ჩინეთს, იაპონიას, აზიურ ვეფხვებს და ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს, ინდოეთს, შრი-ლანკას, ლაოსს, ვიეტნამს და ა.შ) და საერთოდ მთელს მსოფლიშო ცნობილ Alibaba Group-ის საიტზე ALIBABA.COM ეს კომპანია დაარსდა 1999 წელს ჩინეთში, მისი დამაარსებელია მა იუნი, სწორედ ამიტომ მისი თვალყური მიპყრობილია აზიურ ინტერეტ ბაზარზე. ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, როგრებიცაა: არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი. ის ონლაინ მარკეტინგის სფეროში წამყვანი კომპანიაა ამ რეგიონში. მალე ძალიან ვრცელ სტატიას განვათავსებ აღნიშნულ საიტთან დაკავშირებით. ახლა კი ამ მწირი ინფოთი შემოვიფარგლები :)

Saturday 8 August 2009

HULU


Hulu ეს არის ძალიან ცნობილი ვებ-საიტი აშშ-ში და არამარტო აშშ-ში, არამედ კანადაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში. Hulu.Com არის კომერციული საიტი, სადაც განთავსებულია სატელევიზიო გადაცემები, რომლებსაც ღებულობენ ისეთი ტელეკომპანიებისაგან, როგორებიცაა: NBC, ABC და FOX. კომპანიის აქციები ამ სამ კომპანიას გაჩნია, თანაბრად 27% თითოეულს. საიტის არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, ის 2007 წლის მარტში შეიქმნა და ამ დრომდე საკმაოდ დიდი პოპულარულობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილია მთელს მსოფლიოში, ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-ში და კანადაშია. კომპანია მდებარეობს აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჟელესში. 

Wednesday 5 August 2009

Yahoo!

კომპანია Yahoo არის მეორე ყველაზე პოპულარული საიტი პორტალი მსოფლიოში, რომელიც ძლიერ კონკურენციას უწევს მოსფლიოში ყველაზე პოპულარულ Google-ს. მათი ურთიერთობა დაძაბულია. კომპანია დაარსდა 1994 წელს, სანტა კლარაში, ანუ კალიფორნიაში. დღეს მისი სათაო ოფისი სანიველიში (სილიკონის ველი, კალიფორნია) მდებარეობს. 1994 წელს კომპანია დაარსეს ჯერი იანგმა და დევიდ ფილომ. 1995 წლის 1 მარტიდან კი კომპანია კორპორაციაა. მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ვებ ანალიზატორი კომპანიების მიხედვით წელიწადში Yahoo-ს ჰყავს 1-დან 1.5 მილიარდამდე ვიზიტორი. რომლებიც ყოველდღიურად 3.4 მილიარდ ვებ-გვერდს ათვალიერებენ. აქვე გთავაზობთ Yahoo-ს პროდუქტთა სრულ სიას:
  • Yahoo! 360°
  • Yahoo! Advertising
  • Yahoo! Answers
  • Yahoo! Assistant
  • Yahoo! Buzz
  • Yahoo! Developer Network
  • Yahoo! Directory
  • Yahoo! Finance
  • Yahoo! Gallery
  • Yahoo! Games
  • Yahoo! Geocities
  • Yahoo! Groups
  • Yahoo! HotJobs
  • Yahoo! Kickstart
  • Yahoo! Kids
  • Yahoo! Local
  • Yahoo! Live
  • Yahoo! Mail
  • Yahoo! Maps
  • Yahoo! Mash
  • Yahoo! Messenger
  • Yahoo! Mobile
  • Yahoo! Movies
  • Yahoo! Music
  • Yahoo! News
  • Yahoo! Parental Controls
  • Yahoo! Personals
  • Yahoo! Pipes
  • Yahoo! Publisher Network
  • Yahoo! Real Estate
  • Yahoo! Search
  • Yahoo! Search Marketing
  • Yahoo! Shopping
  • Yahoo! Small Business
  • Yahoo! Sports
  • Yahoo! Tech
  • Yahoo! Travel
  • Yahoo! TV
  • Yahoo! Upcoming
  • Yahoo! Video
  • Yahoo! Web Analytics
  • Yahoo! Widgets
ესეც მეორე ლისტი, სადაც Yahoo-ს საკუთრებებია ჩამოთვლილი, მაგრამ არა მის მიერ შექმნილი, არამედ შესყიდული.
  • Bix
  • blo.gs
  • del.icio.us
  • Dialpad
  • Flickr
  • Fire Eagle
  • Kelkoo
  • upcoming.org
  • Jumpcut.com
  • Zimbra

AOL-ის Instant messaging client

კომპანია AOL-მა 1997 წელს შექმნა AIM საკომუნიკაციო კლიენტ პროგრამა, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკაში, განსაკუთრებით კი აშშ-ში. 2006 წლის მონაცემებით მას აშშ-შო 52% იყენებდა. ის დაწერილია XML, JavaScript, CSS. და ის მუშაობს ისეთ ოპერაციულ სისტემებთან როგორიცაა Microsoft Windows, Mac OS, Linux, Mac OS X. ის ასევე მუშაობს მობილურ ტელეფონებზე, ბოლო დროს მოხდა მისი პროდუქტის რეალიზება iPhone-თვის, რამაც ძალიან გაზარადა მისი პოპულარულობა.

Tuesday 4 August 2009

O'Reilly

ყველას, ვისაც კი შეხება ჰქონია პროგრამირების შესწავლასთან, ერთხელ მაინც მოუწევდა, მიუხედავად იმისა რა ენას სწავლობდა, მოუწევდა შეხება ამ მედია ჯგუფის მიერ გამოცემულ რომელიმე წიგნთან. სახელწოდება მომდინარეობს მისი დამფუძნებლის ტიმ ორელის სახელიდან. კომპანია განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, ის გამოსცემს ათასობით წიგნს რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებებთან არის დაკავშირებული. საქართველოშიც ამ კომპანიას საკმაოდ კარგად იცნობენ. კომპანია დაარსდა 1978 წელს, მისი დისლოკაციის ადგლია სევასტოპოლი (აშშ, კალიფორნიის შტატი). საინტერესო ფაქტია ის რომ ორელმა შექმნა მსოფლიოში პირველი ვებ-პორტალი და ასევე პირველი საიტი, რომელიც სარეკლამო ბიზნეს ეწეოდა. ეს მოხდა 1993 წელს და მას GNN ერქვა. შემდეგ 1995 წელს ის შეისყიდა კომპანია AOL-მა. წიგნების გამოცემით ის საკმაოდ ცნობილია მსოფლიოში.
კიდევ ერთ ფაქტი, რის გამოც ის საკმაოდ ცნობილია ვებ დეველოპერებში. ის აწყობს კონფერენციებს, სადაც მოხვედრა საოცნებოა ნებისმიერი ვებ პროგრამისტისათვის. ის ამ კონფერენციებს სისტემატიურად აწყობს 1997 წლიდან. აი, ის კონფერენციებიც, რომლებიც მოეწყო და ეწყობა O'Reilly-ის მიერ.
  • O'Reilly Open Source Convention
  • O'Reilly Emerging Technology Conference
  • Web 2.0 Summit
  • Web 2.0 Expo
  • MySQL Conference and Expo
  • Tools of Change for Publishing
  • Rails Conference
  • Where 2.0
  • Found
  • Velocity (Web Performance & Operations)
  • Money:Tech
  • Gov 2.0 Expo
ამ ამ კომპანიის აქტიური მომხმარებელი ვარ და მისი თითქმის ყველა გამოცემა მაქვს და მინდა
ვთქვა, რომ მართლაც კარგ პროდუქტს სთავაზობს ის მომხმარებელს.
მე ახლო მომავალში შემოგთავაზებთ სხვა არანაკლებ ცნობილი გამომცემლობების შესახებ
ინფორმაციას, მაგალითად ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიცაა: Wiley, Apress, Site Point
და ა.შ.

ცნობილი ადამიანები კომპიუტერულ ბიზნესში



მოგესალმებით! ამ რამდენიმე დღის წინ შევაგროვე, ცნობილი ადამიანების სია, რომლებიც მოღვაწეობენ კომპიუტერულ ბიზნესში. ალბათ, ყველაზე პოპულარული ადამიანი მსოფლიოში ყველაზე მდიდრი და კომპიუტერული ერის შემქმნელი ბილ გეთსი გაგახსენდათ. რა თქმა უნდა, სწორედ ეს ადამიანი მოვაქციე სიის სათავეში. მაშ ასე, მე გთავაზობთ ჩემ მიერ შედგენილ ლისტს.






  1. ბილ გეითსი, Microsoft-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  2. სერგეი ბრინი, Google-ის დამფუძნებელი, მფლობელი, პრეზიდენტი
  3. მარკ ზუკენბერგი, Facebook-ის შემქმნელი, მფლობელი და პრეზიდენტი
  4. მიხაელ ბირჩი, Bebo.com-ის შემქმნელი
  5. კეროლ ბერცი, Yahoo-ს პრეზიდენტი, კომპანია Autodesk-ის ყოფილი პრეზიდენტი
  6. ივ გილმოტი, კომპანია Ubisoft-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  7. ჯეფ ბეზოსი, Amazon.com-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  8. ჯონათან შვარცი, Sun Microsystems-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  9. სემუელ ჯ. პალმისანო, IBM-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  10. ალბერტ პოპკოვი, Odnoklassniki.Ru-ს დამფუძნებელი და მფლობელი
  11. ტომ ანდერსონი, Myspace.Com-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  12. ჩად ჰარლი, Youtube-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი
  13. სტივ ჯობსი, Apple Inc.-ის თანადამფუძნებელი, მფლობელი და პრეზიდენტი
  14. ჯენ ჰსუნ ხუანგი, კომპანია Nvidia-ს დამფუძნებელი, მფლობელი და პრეზიდენტი
  15. შანტაუ ნარაიენი, Adobe Inc.-ის პრეზიდენტი
  16. არკადი ვოროჟი, Yandex (Яандекс.ру) -ს დამფუძნებელი, მფლობელი და პრეზიდენტი


Monday 3 August 2009

პორტალი twitter


მოგესალმებით! დღეს მე დავწერ სოციალურ ქსელ twitter-ზე, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. ეს არის სოციალური-ქსელი, რომელიც არის ე.წ. მიკრო ბლოგი. თქვენ შეგიძიათ მიიღოთ და გააგზავნოთ წერილები, რომელიც ცნობილია როგორც tweets.
twitter შეიქმნა 2006 წელს, მან თავდაპირველად პოპულარულობა მოიპოვა სტუდენტებს შორის. ის შექმნა სტუდენტმა ჯეკ დორსიმ. ის მდებარეობს კალიფორნიაში-სან ფრანცისკოში. მას 6 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს თვეში და ის ითველბა მსოფლიოში 50 ყველაზე პოპულარულ საიტს შორის. მისი მარტივი ინტერფეისი განაპირობებს მის ესოდენ დიდ პოპულარულობას. მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 400 მილიონ აშშ დოლარს.

სერგეი ბრინი: კომპანია Google-ის დამფუძნებელი


ამ ადამიანმა, არა მარტო შეცვალა მსოფლიო, არამედ სიახლისა და ნოვატორობის მაგალითად იქცა. სერგეი ბრინი, კომპანია Google-ის თანადამფჲზნებელია და რაც მთავარია ის არ არის უბრალოდ დამფუძნბელი, ის პროგრამისტია-ვებ პროგრამისტი. ასევე ის არის მილიარდერი 6 მლრდ. ფუნტი სტერლინგის მფლობელი. ფული არაფერ შუაშია, ის მართლაც საუკეთესოა, რადგან მან შეძლო თავისი იდეების ხორცშესხმა. მას ამაში მისი მეგობარი ლარი პეიჯი დაეხმარა. ყველაფერი კი სან-ფრანცისკოში დაიწყო. თავიდან Google, შეიქმნა საძიებო სისტემის და სარეკლამო ბიზნეისისათვის. დღეს ის უკვე აწარმოებს არამარტო ინტერნეტ პროდუქტებს არამედ სხვადასხვა სახის პროდუქტებს, ე.წ. დესქთოფ პროგრამებს. უკვე საუბარია Google-ის ოპერაციული სისტემაზეც. Google Chrome OS, კომპანია არ ჩერდება და ის მუდამ განვითარების ახალ საფეხურზე ადის. ყოველივე ეს კი მისი თანადამფუძნებელისა და პრეზიდენტის სერგეი ბრინის დამსახურებაა. სერგეი დაიბადა 1973 წლის 21 აგვისტოს, საბჭოთა კავშირში, მოსკოვში. ექვსი წლის ასაკში მისი მშობლები გადასახლდენენ და სერგეიც თან წაიყვანეს აშშ-ში. მან დაამთავრა მერილენდის უნივერსიტეტი. ის უნივერსიტეტეში სწავლობდა მათემატიკის მიმართულებით და მეორად პროფესიად კომპიუტერული მეცნიერებები ჰქონდა. სტენფორდის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში. სწორედ აქ გაიცნო ბრინდა ლარი პეიჯი, რამაც საფუძველი ცაუყარა ბრინის საძიებო სისტემის შექმნას. მათ დააფუძნეს Google. ეს მოხდა 1998 წელს. სერგეი არის ებრაელი, ჰყავს მეუღლე, კომპანია 23andMe დამფუძნებელი. სერგეი გადის იმ გზას რასაც გადიოდა თავის დროზე ბილ გეითსი. და ის მოძრაობს უფრო სწრაფად.

უნივერსალი?! და ქართული გარემო

ამ ბოლო დროს ზოგიერთ ე.წ. სამსახურის საძიებო საიტებზე (ქართულზე), არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა ვებ-პროგრამისტებზე და ზოგადად პროგრამისტებზე.

განცხადებები ძალიან სასაცილოა... მართლაც, რომ სასაცილოა! ვერ გაიგებ ისინი პროგრამისტს ეძებენ თუ, რეკორსმენს პროგრამირებაში. იკითხავთ რატომო? მოგახსენებთ, დასახელდეს ქართული კომპანია, რომელიც სოფტის ან ვებ პროგრამირებაში მუშაობს, რომელმაც შეძლოს იმოდენა ხელფასის დანიშვნა, ნუ გაცემა, რომ რაც მოთხოვნები აქვს იმის ექვივალენტური იყოს. აი მაგალითად, ერთ-ერთი განმცხადებელი კომპანია (?), ითხოვს პროგრამისტს ბაკალავრის დიპლომით, რომელსაც აქვს მინიმუმ (!) ხუთწლიანი აქვს, და დაუკვირდით-ითხოვენ შემდეგი კომპიუტერული ენების ცოდნას.. .NET, C#, ASP.NET, ADO.NET, PHP, MySQL, MSSQL, IIS, Apache, Java, JavaScript, Ajax, HTML/CSS, ActionScript, Linux, Python.... და ვერ დაკმაყოფილდა რა ამ ვრცელი სიით, ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და თუ ნაგლობაა ბოლომდე ნაგლობა იყოსო და მიაწერა: პლუსი იქნება თუ გაქვთ გამოცდილება C/C++ პროგრამირებაშიო. ვერ გაიგებ, რა უნდა აკეთოს ამ ადამიანმა კომპანიაში... მგონი დამქირავებელს გინესის რეკორდსმენის აღმოჩენა აქვს გადაწყვეტილი. შემდეგ ეს განცხადება ქრება იმ საიტიდან... არ გეგონოთ რომ ესეთი ვინმე გამოჩნდა და აიყვანეს...არა, თვითონ კვეცავენ შემდეგ ამას ყველაფერს. და ის აყავთ ვინც ნაკლებ ხელფასზეა თანახმა. მე არ უარვყოფ რომ არიან ისეთი ვინც ეს ყოველივე იციან, ძალიან ცოტანი. და ისინი არასპდეს იმუშავებ იმ შეუსაბამო ხელფასზე რასაც მათ სთავაზობენ... კარგო პროგრამისტებო, ნუ დარჩებით აქ (საქართველოში), რატომ? იმიტომ რომ აქ არავითარი მომავალი არ გაქვთ... აქ ჯერ კიდევ ის დროებაა, ვარეზ საიტთა ”იმპერიებია” შექმნილი, ვარეზობას არც, მთავარი ინტერნეტ კომპანიები თაკილობენ...საქართველო სრული ჯოჯოხეთია პროგრამისტებისათვის... რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ილუზია, ქართული ჰონ-კონგის, შვედეთის, მალაიზიის, მომავალ სკაიპის მაგვარი პროდუქტების შემქმნელ ქვეყანად. ვხედავთ რომ ეს დროება ძლიერ შორსაა-სამწუხაროდ, მაგრამ ასეა. არ იტარგმნება წიგნება, არ იწერება (სტუ-ს თუ არ ცავთვლით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია), თსუ მთლიანდ პარალიზებულია ამ მხრივ მე თუ მკითხავთ. ანუ, სახელმწიფო არ უწობს ხელს, მოდით ვთქვათ არანაირად. ახლა ვინმემ, რო რამე შექმნას, მოდით ნუ ვიტყვით ქართველები მაგრები ვართო, ქართული მონაპოვარი და ა.შ. ნუ დავკიდებ ათასგვარ ჩინ-მედლას... მან ხომ ყველაფერს ჩვენ გარეშე, მიაღწია, თავისი მონდომებით, ნებისყოფით და გონებრივი პოტენციალით... მედალს აჯობებს, ასეთ ადამიანებს ხელი შევუწყოთ, და ცავუკლათ იდეები... არ გავუშვათ კალიფორნიაში, სანტა კლარაში, სან-ფრანცისკოში, პალო ალტოში ან ლოს-ანჯელესში... აქ მოვუწყოთ მათ მცირე სილიკონი ველი...ჩვენ, პატარა ქვეყანას არც ისეთი რესურსები გვაქვს როგორის სხვა მრავალს, არც კონკურენტუნარიანი... უმთავრესი რესუსრსი გონებრიბვი პოტენციალია, რაც მართლაც გვაქვს... ამ რესურს იგნორირებას არ უნდა უკეთებდნენ... საინბფორმაციო ტექნოლოგიებს შეუძლია საქართველო აქციოს მართლაც მდიდარ და ძლიერ სახელმწიფო. მანამ კი, სანამ ეს მოხდება, დორზე წადით, რათა არ ჩაკლათ თქვენი იდეები, თორემ მერე გვიანი იქნება. საქართველო ახლა ის ადგილი არაა, სადაც შენი იდეები ფრთებს შეისხამენ. მაგრამ არ დაგავიწყდეს: ”მარად და ყველგან ემსახურო საქართველოს, ქართულ საქმეს!!!”

JavaFX: Sun Microsystems პროდუქტი


JavaFX - ძალიან ძიერი და საუკეთესო პროდუქტი კომპანია ”სან მაიკროსისტემსისაგან” რომელმაც აპ პროდუქტის ბოლო რეალიზება მოახდინა 2009 წლის ივნისში. JavaFX- ს შეუძლია პროგრამული პროდუქტების შექმნა: დესკტოპ აპლიკეიშენები, ვებ აპლიკაციები, მობილური ტელეფონებისათვის პროგრამული უზრუნველყოფა, Blu-ray-სათვის, სხვადასხვა სათამაშო კონსოლისათვის და სხვა მრავალი პლათმორმისათვის.
მართლაც რომ სენსაციური და საჭირო პროდუქტია Sun Microsystems მხრიდან. მან წარმოგვიდგინა JavaFX რომელიც პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს.
JavaFX მთლიანად ინტეგრირებული Java Runtime Environment (JRE)- ის ქმნის აპლიკაციებს სადაც არის დაყენებული JRE და მობილური ტელეფონებისათვის რომლებიც იყენებენ Java ME.
ეს ყველაფერი კარგი.... Sun Microsystems-მა შეიმუშავა ენა, რომელიც ამ ყველაფერ რეალობად ახდენს, JavaFX Script- ეს არის ის რისი მეშვეობითაც ყველა ეს აპლიკაციები იქმნება. რაც მთავარია JavaFX მუშაობს თითქმის ყველა ოპერაციულ სისტემასთან, მაგალითად როგორებიცაა: Windows XP, Windows Vista, Mac OS, Linux, OpenSolaris. ეს უკანასკენლი Sun Microsystems-ის პროდუქტია... თუ გავითვალისწინებთ იმას რომ Sun Microsystems-მა დადო ხელშეკრულება HP-თან, რომლის მიხედვითაც HP-ის ლეპტოპებზე უნდა იყოს ინსტალირებული OpenSolaris-ის ოპერაციული სისტემა. ეს ხელშეკრულება და სხვა მრავალი საფუძვლიანი იმედები, ამ ოპერაციულ სისტემას კარგ მომავალს უქადდის.
ხო, რაც შეეხება მობილურ ტელეფონებს JavaFX მუშაობს, Symbian OS, Windows Mobile, ოპერაციულ სისტემებთან.
როგორც ჩანს, JavaFX თავსებადია თითქმის ყველა ოს-თან, ის მართლაც საუკეთესო პროდუქტია, Java პროგრამისტებს კარგი, ნაყოფიერი მუშაობა მოუწევთ ახლო მომავალში, Rich Applications შექმნისათვის.

Sunday 2 August 2009

PHP და სხვა სერვერ საიდ პროგრამირების ენები

ყველამ მოგვეხსენება რომ დღეს უამრავი სერვერული პროგრამირების ენა არსებობს, ყოველ მათგანს დამახასიათებელი საუკეთესო თვისებები აქვს, რომელიც მას ღირსებას მატებს, არის ენები, რომელთაც პირიქით ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნიათ. ყველასათვის არის ცნობილი PHP, ენა რომელიც მილიონობით გვერდს აგენერირებს მსოფლიოში, ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოთაგანი მაინცაა, თუმცა არსებობენ მისი კონნკურენტი და არანაკლებ საინტერესო ენები, მაგალითად: ASP.NET, JSP, Ruby on Rails, Python, CFM და სხვა. პირველი მათგანი, Microsoft-ის პროდუქტია, რომელიც თავის მხრივ ცდილობს PHP-ის გადაჩრდილვას, მაგრამ თუ მკითხავთ ამაოდ, ASP.NET ფონს გადის გარკვეული და კარგად ნაცნობი მიზეზების გამო... Microsoft-ს ვებ სფეროში რომ სერიოზული პრობლემები აქვს არახალია, თუნდაც მისი უშედეგო ბრძლა Google-თან, ინტერნეტ სივრცეში Microsft-ის კონკურენცია უწევს მეორე გიგანტ კომპანიასთან, ეს კომპანია Sun Microsystems-ია, რომელიც უაღრესად მაღალინტელექტუალური კომპანიაა, მის საყოველთაოდ ცნობილი პროდუქტებია: JAVA, MySQL და აი, სერვერული პროგრამირების ენაც: JSP (Java Server Pages), მართლაც რომ მაღალი დონის ენაა, ეს ყველაფერი კი მაგრამ, Sun microsystems-მა შექმა ასევე ისეთი ენა როგორიცაა სპეციალიზირებული Rich Web Applications შექმინისათვის, მათ შექმნეს JavaFX

WE ARE WEB DEVELOPERS

გამარჯობა! მე გახლავართ აპოლონ ფაჩულია.

რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი ბლოგი, რომელიც ვებ პროგრამირებას ეხება, არც ქართულენოვანი ვებ პროგრამირების სინაკლებეა ინტერნეტ სივრცეში.

ეს ბლოგი ემსახურება ვებ პროგრამირების სიახლეების და საერთოდ ამ თემაზე არსებულ ნებისმიერ საკითხს