Tuesday, 11 August 2009

Skype-მისი ისტორია



მოგესალმებით! დღეს ვისაუბრებ სკაიპის შესახებ. დავწერ მისი შექმნის ისტორიას. ბოლო-ბოლო დავადგინოთ ვინ შექმნა ის. საქართველოში ათასი ჭორია. ხან ამბობენ პოლონელებმაო, ხან ესტონელებმაო, ზოგი ამბობს რუსებმაო და ა.შ.
      მაშ ასე. პირველი რა უნდა ვთქვა! Skype ესტონელმა პროგრამისტებმა შექმნეს! მაგრამ თვით კომპანია Skype Group შვედმა და დანიელმა სპეციალისტებმა დაარსეს. შეგვიძლია ვთქვათ სკაიპი სრულიად სკანდინავიის და ბალტიისპირეთის მონაპოვარია. თავდაპირველად Skype არ ერქვა Skype-ს, მას Sky peer-to-peer ერქვა. მისგან კი შეიქმნა აბრევიატურა Skyper, მაგრამ რადგან ესეთი დომენი უკვე ვიგაცა, ან ვიგაცეებს ქონდათ დაკავებული, კომპანიის მესვეურებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა მოაშორეს აბრევიატურა "ერ" აო და დარჩა Skype. ეს შედგა Skype. სკაიპის მფლობელებმა არ დააყოვნეს და სასწაფოდ გახსნეს ოფისები: ლუქსემბურგში, ლოდონში, ტარტუში, ტალინში, სტოკჰოლმში, პრაღაში და თვით სან ხოსეშიც კი (კალიფორნიის შტატი). სკაიპმა წარმატებას პირველივე დღეებიდან ჩახედა თვალებში, სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისით აშშ-ს გიგანტი კომპანია eBay. სწორედ მან შეიძინა სულ რაღაც თოთო კომპანია (Skype დაარსდა 2003 წლის აგვისტოში) 2.6 მილიარდ აშშ დოლარად.
აქვე ტექნიკური ინფორმაციაც. სკაიპი მუშაობს საზოგადოებისთვი ცნობილ სამივე ოპერაციულ სისტემაზე. პროგრამა დაწერილია Objective-C და Delphi-ზე. (ვიცი Delphi-ის მოყვარულებს გაგიხარდათ ამის გაგონება ;)).  

e-commerce საიტი: Alibaba.Com


მოგესალმებით! დღეს მე დავწერ მთელს აღმოსავლეთში (ვგულისხმობ ჩინეთს, იაპონიას, აზიურ ვეფხვებს და ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს, ინდოეთს, შრი-ლანკას, ლაოსს, ვიეტნამს და ა.შ) და საერთოდ მთელს მსოფლიშო ცნობილ Alibaba Group-ის საიტზე ALIBABA.COM ეს კომპანია დაარსდა 1999 წელს ჩინეთში, მისი დამაარსებელია მა იუნი, სწორედ ამიტომ მისი თვალყური მიპყრობილია აზიურ ინტერეტ ბაზარზე. ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, როგრებიცაა: არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი. ის ონლაინ მარკეტინგის სფეროში წამყვანი კომპანიაა ამ რეგიონში. მალე ძალიან ვრცელ სტატიას განვათავსებ აღნიშნულ საიტთან დაკავშირებით. ახლა კი ამ მწირი ინფოთი შემოვიფარგლები :)

Saturday, 8 August 2009

HULU


Hulu ეს არის ძალიან ცნობილი ვებ-საიტი აშშ-ში და არამარტო აშშ-ში, არამედ კანადაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში. Hulu.Com არის კომერციული საიტი, სადაც განთავსებულია სატელევიზიო გადაცემები, რომლებსაც ღებულობენ ისეთი ტელეკომპანიებისაგან, როგორებიცაა: NBC, ABC და FOX. კომპანიის აქციები ამ სამ კომპანიას გაჩნია, თანაბრად 27% თითოეულს. საიტის არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, ის 2007 წლის მარტში შეიქმნა და ამ დრომდე საკმაოდ დიდი პოპულარულობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილია მთელს მსოფლიოში, ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-ში და კანადაშია. კომპანია მდებარეობს აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჟელესში. 

Wednesday, 5 August 2009

Yahoo!

კომპანია Yahoo არის მეორე ყველაზე პოპულარული საიტი პორტალი მსოფლიოში, რომელიც ძლიერ კონკურენციას უწევს მოსფლიოში ყველაზე პოპულარულ Google-ს. მათი ურთიერთობა დაძაბულია. კომპანია დაარსდა 1994 წელს, სანტა კლარაში, ანუ კალიფორნიაში. დღეს მისი სათაო ოფისი სანიველიში (სილიკონის ველი, კალიფორნია) მდებარეობს. 1994 წელს კომპანია დაარსეს ჯერი იანგმა და დევიდ ფილომ. 1995 წლის 1 მარტიდან კი კომპანია კორპორაციაა. მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ვებ ანალიზატორი კომპანიების მიხედვით წელიწადში Yahoo-ს ჰყავს 1-დან 1.5 მილიარდამდე ვიზიტორი. რომლებიც ყოველდღიურად 3.4 მილიარდ ვებ-გვერდს ათვალიერებენ. აქვე გთავაზობთ Yahoo-ს პროდუქტთა სრულ სიას:
  • Yahoo! 360°
  • Yahoo! Advertising
  • Yahoo! Answers
  • Yahoo! Assistant
  • Yahoo! Buzz
  • Yahoo! Developer Network
  • Yahoo! Directory
  • Yahoo! Finance
  • Yahoo! Gallery
  • Yahoo! Games
  • Yahoo! Geocities
  • Yahoo! Groups
  • Yahoo! HotJobs
  • Yahoo! Kickstart
  • Yahoo! Kids
  • Yahoo! Local
  • Yahoo! Live
  • Yahoo! Mail
  • Yahoo! Maps
  • Yahoo! Mash
  • Yahoo! Messenger
  • Yahoo! Mobile
  • Yahoo! Movies
  • Yahoo! Music
  • Yahoo! News
  • Yahoo! Parental Controls
  • Yahoo! Personals
  • Yahoo! Pipes
  • Yahoo! Publisher Network
  • Yahoo! Real Estate
  • Yahoo! Search
  • Yahoo! Search Marketing
  • Yahoo! Shopping
  • Yahoo! Small Business
  • Yahoo! Sports
  • Yahoo! Tech
  • Yahoo! Travel
  • Yahoo! TV
  • Yahoo! Upcoming
  • Yahoo! Video
  • Yahoo! Web Analytics
  • Yahoo! Widgets
ესეც მეორე ლისტი, სადაც Yahoo-ს საკუთრებებია ჩამოთვლილი, მაგრამ არა მის მიერ შექმნილი, არამედ შესყიდული.
  • Bix
  • blo.gs
  • del.icio.us
  • Dialpad
  • Flickr
  • Fire Eagle
  • Kelkoo
  • upcoming.org
  • Jumpcut.com
  • Zimbra

AOL-ის Instant messaging client

კომპანია AOL-მა 1997 წელს შექმნა AIM საკომუნიკაციო კლიენტ პროგრამა, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკაში, განსაკუთრებით კი აშშ-ში. 2006 წლის მონაცემებით მას აშშ-შო 52% იყენებდა. ის დაწერილია XML, JavaScript, CSS. და ის მუშაობს ისეთ ოპერაციულ სისტემებთან როგორიცაა Microsoft Windows, Mac OS, Linux, Mac OS X. ის ასევე მუშაობს მობილურ ტელეფონებზე, ბოლო დროს მოხდა მისი პროდუქტის რეალიზება iPhone-თვის, რამაც ძალიან გაზარადა მისი პოპულარულობა.

Tuesday, 4 August 2009

O'Reilly

ყველას, ვისაც კი შეხება ჰქონია პროგრამირების შესწავლასთან, ერთხელ მაინც მოუწევდა, მიუხედავად იმისა რა ენას სწავლობდა, მოუწევდა შეხება ამ მედია ჯგუფის მიერ გამოცემულ რომელიმე წიგნთან. სახელწოდება მომდინარეობს მისი დამფუძნებლის ტიმ ორელის სახელიდან. კომპანია განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, ის გამოსცემს ათასობით წიგნს რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებებთან არის დაკავშირებული. საქართველოშიც ამ კომპანიას საკმაოდ კარგად იცნობენ. კომპანია დაარსდა 1978 წელს, მისი დისლოკაციის ადგლია სევასტოპოლი (აშშ, კალიფორნიის შტატი). საინტერესო ფაქტია ის რომ ორელმა შექმნა მსოფლიოში პირველი ვებ-პორტალი და ასევე პირველი საიტი, რომელიც სარეკლამო ბიზნეს ეწეოდა. ეს მოხდა 1993 წელს და მას GNN ერქვა. შემდეგ 1995 წელს ის შეისყიდა კომპანია AOL-მა. წიგნების გამოცემით ის საკმაოდ ცნობილია მსოფლიოში.
კიდევ ერთ ფაქტი, რის გამოც ის საკმაოდ ცნობილია ვებ დეველოპერებში. ის აწყობს კონფერენციებს, სადაც მოხვედრა საოცნებოა ნებისმიერი ვებ პროგრამისტისათვის. ის ამ კონფერენციებს სისტემატიურად აწყობს 1997 წლიდან. აი, ის კონფერენციებიც, რომლებიც მოეწყო და ეწყობა O'Reilly-ის მიერ.
  • O'Reilly Open Source Convention
  • O'Reilly Emerging Technology Conference
  • Web 2.0 Summit
  • Web 2.0 Expo
  • MySQL Conference and Expo
  • Tools of Change for Publishing
  • Rails Conference
  • Where 2.0
  • Found
  • Velocity (Web Performance & Operations)
  • Money:Tech
  • Gov 2.0 Expo
ამ ამ კომპანიის აქტიური მომხმარებელი ვარ და მისი თითქმის ყველა გამოცემა მაქვს და მინდა
ვთქვა, რომ მართლაც კარგ პროდუქტს სთავაზობს ის მომხმარებელს.
მე ახლო მომავალში შემოგთავაზებთ სხვა არანაკლებ ცნობილი გამომცემლობების შესახებ
ინფორმაციას, მაგალითად ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიცაა: Wiley, Apress, Site Point
და ა.შ.

ცნობილი ადამიანები კომპიუტერულ ბიზნესში



მოგესალმებით! ამ რამდენიმე დღის წინ შევაგროვე, ცნობილი ადამიანების სია, რომლებიც მოღვაწეობენ კომპიუტერულ ბიზნესში. ალბათ, ყველაზე პოპულარული ადამიანი მსოფლიოში ყველაზე მდიდრი და კომპიუტერული ერის შემქმნელი ბილ გეთსი გაგახსენდათ. რა თქმა უნდა, სწორედ ეს ადამიანი მოვაქციე სიის სათავეში. მაშ ასე, მე გთავაზობთ ჩემ მიერ შედგენილ ლისტს.






  1. ბილ გეითსი, Microsoft-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  2. სერგეი ბრინი, Google-ის დამფუძნებელი, მფლობელი, პრეზიდენტი
  3. მარკ ზუკენბერგი, Facebook-ის შემქმნელი, მფლობელი და პრეზიდენტი
  4. მიხაელ ბირჩი, Bebo.com-ის შემქმნელი
  5. კეროლ ბერცი, Yahoo-ს პრეზიდენტი, კომპანია Autodesk-ის ყოფილი პრეზიდენტი
  6. ივ გილმოტი, კომპანია Ubisoft-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  7. ჯეფ ბეზოსი, Amazon.com-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  8. ჯონათან შვარცი, Sun Microsystems-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  9. სემუელ ჯ. პალმისანო, IBM-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  10. ალბერტ პოპკოვი, Odnoklassniki.Ru-ს დამფუძნებელი და მფლობელი
  11. ტომ ანდერსონი, Myspace.Com-ის მფლობელი და პრეზიდენტი
  12. ჩად ჰარლი, Youtube-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი
  13. სტივ ჯობსი, Apple Inc.-ის თანადამფუძნებელი, მფლობელი და პრეზიდენტი
  14. ჯენ ჰსუნ ხუანგი, კომპანია Nvidia-ს დამფუძნებელი, მფლობელი და პრეზიდენტი
  15. შანტაუ ნარაიენი, Adobe Inc.-ის პრეზიდენტი
  16. არკადი ვოროჟი, Yandex (Яандекс.ру) -ს დამფუძნებელი, მფლობელი და პრეზიდენტი