Monday 3 August 2009

სერგეი ბრინი: კომპანია Google-ის დამფუძნებელი


ამ ადამიანმა, არა მარტო შეცვალა მსოფლიო, არამედ სიახლისა და ნოვატორობის მაგალითად იქცა. სერგეი ბრინი, კომპანია Google-ის თანადამფჲზნებელია და რაც მთავარია ის არ არის უბრალოდ დამფუძნბელი, ის პროგრამისტია-ვებ პროგრამისტი. ასევე ის არის მილიარდერი 6 მლრდ. ფუნტი სტერლინგის მფლობელი. ფული არაფერ შუაშია, ის მართლაც საუკეთესოა, რადგან მან შეძლო თავისი იდეების ხორცშესხმა. მას ამაში მისი მეგობარი ლარი პეიჯი დაეხმარა. ყველაფერი კი სან-ფრანცისკოში დაიწყო. თავიდან Google, შეიქმნა საძიებო სისტემის და სარეკლამო ბიზნეისისათვის. დღეს ის უკვე აწარმოებს არამარტო ინტერნეტ პროდუქტებს არამედ სხვადასხვა სახის პროდუქტებს, ე.წ. დესქთოფ პროგრამებს. უკვე საუბარია Google-ის ოპერაციული სისტემაზეც. Google Chrome OS, კომპანია არ ჩერდება და ის მუდამ განვითარების ახალ საფეხურზე ადის. ყოველივე ეს კი მისი თანადამფუძნებელისა და პრეზიდენტის სერგეი ბრინის დამსახურებაა. სერგეი დაიბადა 1973 წლის 21 აგვისტოს, საბჭოთა კავშირში, მოსკოვში. ექვსი წლის ასაკში მისი მშობლები გადასახლდენენ და სერგეიც თან წაიყვანეს აშშ-ში. მან დაამთავრა მერილენდის უნივერსიტეტი. ის უნივერსიტეტეში სწავლობდა მათემატიკის მიმართულებით და მეორად პროფესიად კომპიუტერული მეცნიერებები ჰქონდა. სტენფორდის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში. სწორედ აქ გაიცნო ბრინდა ლარი პეიჯი, რამაც საფუძველი ცაუყარა ბრინის საძიებო სისტემის შექმნას. მათ დააფუძნეს Google. ეს მოხდა 1998 წელს. სერგეი არის ებრაელი, ჰყავს მეუღლე, კომპანია 23andMe დამფუძნებელი. სერგეი გადის იმ გზას რასაც გადიოდა თავის დროზე ბილ გეითსი. და ის მოძრაობს უფრო სწრაფად.

No comments:

Post a Comment