Monday 3 August 2009

JavaFX: Sun Microsystems პროდუქტი


JavaFX - ძალიან ძიერი და საუკეთესო პროდუქტი კომპანია ”სან მაიკროსისტემსისაგან” რომელმაც აპ პროდუქტის ბოლო რეალიზება მოახდინა 2009 წლის ივნისში. JavaFX- ს შეუძლია პროგრამული პროდუქტების შექმნა: დესკტოპ აპლიკეიშენები, ვებ აპლიკაციები, მობილური ტელეფონებისათვის პროგრამული უზრუნველყოფა, Blu-ray-სათვის, სხვადასხვა სათამაშო კონსოლისათვის და სხვა მრავალი პლათმორმისათვის.
მართლაც რომ სენსაციური და საჭირო პროდუქტია Sun Microsystems მხრიდან. მან წარმოგვიდგინა JavaFX რომელიც პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს.
JavaFX მთლიანად ინტეგრირებული Java Runtime Environment (JRE)- ის ქმნის აპლიკაციებს სადაც არის დაყენებული JRE და მობილური ტელეფონებისათვის რომლებიც იყენებენ Java ME.
ეს ყველაფერი კარგი.... Sun Microsystems-მა შეიმუშავა ენა, რომელიც ამ ყველაფერ რეალობად ახდენს, JavaFX Script- ეს არის ის რისი მეშვეობითაც ყველა ეს აპლიკაციები იქმნება. რაც მთავარია JavaFX მუშაობს თითქმის ყველა ოპერაციულ სისტემასთან, მაგალითად როგორებიცაა: Windows XP, Windows Vista, Mac OS, Linux, OpenSolaris. ეს უკანასკენლი Sun Microsystems-ის პროდუქტია... თუ გავითვალისწინებთ იმას რომ Sun Microsystems-მა დადო ხელშეკრულება HP-თან, რომლის მიხედვითაც HP-ის ლეპტოპებზე უნდა იყოს ინსტალირებული OpenSolaris-ის ოპერაციული სისტემა. ეს ხელშეკრულება და სხვა მრავალი საფუძვლიანი იმედები, ამ ოპერაციულ სისტემას კარგ მომავალს უქადდის.
ხო, რაც შეეხება მობილურ ტელეფონებს JavaFX მუშაობს, Symbian OS, Windows Mobile, ოპერაციულ სისტემებთან.
როგორც ჩანს, JavaFX თავსებადია თითქმის ყველა ოს-თან, ის მართლაც საუკეთესო პროდუქტია, Java პროგრამისტებს კარგი, ნაყოფიერი მუშაობა მოუწევთ ახლო მომავალში, Rich Applications შექმნისათვის.

No comments:

Post a Comment