Tuesday 11 August 2009

Skype-მისი ისტორია



მოგესალმებით! დღეს ვისაუბრებ სკაიპის შესახებ. დავწერ მისი შექმნის ისტორიას. ბოლო-ბოლო დავადგინოთ ვინ შექმნა ის. საქართველოში ათასი ჭორია. ხან ამბობენ პოლონელებმაო, ხან ესტონელებმაო, ზოგი ამბობს რუსებმაო და ა.შ.
      მაშ ასე. პირველი რა უნდა ვთქვა! Skype ესტონელმა პროგრამისტებმა შექმნეს! მაგრამ თვით კომპანია Skype Group შვედმა და დანიელმა სპეციალისტებმა დაარსეს. შეგვიძლია ვთქვათ სკაიპი სრულიად სკანდინავიის და ბალტიისპირეთის მონაპოვარია. თავდაპირველად Skype არ ერქვა Skype-ს, მას Sky peer-to-peer ერქვა. მისგან კი შეიქმნა აბრევიატურა Skyper, მაგრამ რადგან ესეთი დომენი უკვე ვიგაცა, ან ვიგაცეებს ქონდათ დაკავებული, კომპანიის მესვეურებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა მოაშორეს აბრევიატურა "ერ" აო და დარჩა Skype. ეს შედგა Skype. სკაიპის მფლობელებმა არ დააყოვნეს და სასწაფოდ გახსნეს ოფისები: ლუქსემბურგში, ლოდონში, ტარტუში, ტალინში, სტოკჰოლმში, პრაღაში და თვით სან ხოსეშიც კი (კალიფორნიის შტატი). სკაიპმა წარმატებას პირველივე დღეებიდან ჩახედა თვალებში, სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისით აშშ-ს გიგანტი კომპანია eBay. სწორედ მან შეიძინა სულ რაღაც თოთო კომპანია (Skype დაარსდა 2003 წლის აგვისტოში) 2.6 მილიარდ აშშ დოლარად.
აქვე ტექნიკური ინფორმაციაც. სკაიპი მუშაობს საზოგადოებისთვი ცნობილ სამივე ოპერაციულ სისტემაზე. პროგრამა დაწერილია Objective-C და Delphi-ზე. (ვიცი Delphi-ის მოყვარულებს გაგიხარდათ ამის გაგონება ;)).  

No comments:

Post a Comment