Monday 3 August 2009

უნივერსალი?! და ქართული გარემო

ამ ბოლო დროს ზოგიერთ ე.წ. სამსახურის საძიებო საიტებზე (ქართულზე), არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა ვებ-პროგრამისტებზე და ზოგადად პროგრამისტებზე.

განცხადებები ძალიან სასაცილოა... მართლაც, რომ სასაცილოა! ვერ გაიგებ ისინი პროგრამისტს ეძებენ თუ, რეკორსმენს პროგრამირებაში. იკითხავთ რატომო? მოგახსენებთ, დასახელდეს ქართული კომპანია, რომელიც სოფტის ან ვებ პროგრამირებაში მუშაობს, რომელმაც შეძლოს იმოდენა ხელფასის დანიშვნა, ნუ გაცემა, რომ რაც მოთხოვნები აქვს იმის ექვივალენტური იყოს. აი მაგალითად, ერთ-ერთი განმცხადებელი კომპანია (?), ითხოვს პროგრამისტს ბაკალავრის დიპლომით, რომელსაც აქვს მინიმუმ (!) ხუთწლიანი აქვს, და დაუკვირდით-ითხოვენ შემდეგი კომპიუტერული ენების ცოდნას.. .NET, C#, ASP.NET, ADO.NET, PHP, MySQL, MSSQL, IIS, Apache, Java, JavaScript, Ajax, HTML/CSS, ActionScript, Linux, Python.... და ვერ დაკმაყოფილდა რა ამ ვრცელი სიით, ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და თუ ნაგლობაა ბოლომდე ნაგლობა იყოსო და მიაწერა: პლუსი იქნება თუ გაქვთ გამოცდილება C/C++ პროგრამირებაშიო. ვერ გაიგებ, რა უნდა აკეთოს ამ ადამიანმა კომპანიაში... მგონი დამქირავებელს გინესის რეკორდსმენის აღმოჩენა აქვს გადაწყვეტილი. შემდეგ ეს განცხადება ქრება იმ საიტიდან... არ გეგონოთ რომ ესეთი ვინმე გამოჩნდა და აიყვანეს...არა, თვითონ კვეცავენ შემდეგ ამას ყველაფერს. და ის აყავთ ვინც ნაკლებ ხელფასზეა თანახმა. მე არ უარვყოფ რომ არიან ისეთი ვინც ეს ყოველივე იციან, ძალიან ცოტანი. და ისინი არასპდეს იმუშავებ იმ შეუსაბამო ხელფასზე რასაც მათ სთავაზობენ... კარგო პროგრამისტებო, ნუ დარჩებით აქ (საქართველოში), რატომ? იმიტომ რომ აქ არავითარი მომავალი არ გაქვთ... აქ ჯერ კიდევ ის დროებაა, ვარეზ საიტთა ”იმპერიებია” შექმნილი, ვარეზობას არც, მთავარი ინტერნეტ კომპანიები თაკილობენ...საქართველო სრული ჯოჯოხეთია პროგრამისტებისათვის... რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ილუზია, ქართული ჰონ-კონგის, შვედეთის, მალაიზიის, მომავალ სკაიპის მაგვარი პროდუქტების შემქმნელ ქვეყანად. ვხედავთ რომ ეს დროება ძლიერ შორსაა-სამწუხაროდ, მაგრამ ასეა. არ იტარგმნება წიგნება, არ იწერება (სტუ-ს თუ არ ცავთვლით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია), თსუ მთლიანდ პარალიზებულია ამ მხრივ მე თუ მკითხავთ. ანუ, სახელმწიფო არ უწობს ხელს, მოდით ვთქვათ არანაირად. ახლა ვინმემ, რო რამე შექმნას, მოდით ნუ ვიტყვით ქართველები მაგრები ვართო, ქართული მონაპოვარი და ა.შ. ნუ დავკიდებ ათასგვარ ჩინ-მედლას... მან ხომ ყველაფერს ჩვენ გარეშე, მიაღწია, თავისი მონდომებით, ნებისყოფით და გონებრივი პოტენციალით... მედალს აჯობებს, ასეთ ადამიანებს ხელი შევუწყოთ, და ცავუკლათ იდეები... არ გავუშვათ კალიფორნიაში, სანტა კლარაში, სან-ფრანცისკოში, პალო ალტოში ან ლოს-ანჯელესში... აქ მოვუწყოთ მათ მცირე სილიკონი ველი...ჩვენ, პატარა ქვეყანას არც ისეთი რესურსები გვაქვს როგორის სხვა მრავალს, არც კონკურენტუნარიანი... უმთავრესი რესუსრსი გონებრიბვი პოტენციალია, რაც მართლაც გვაქვს... ამ რესურს იგნორირებას არ უნდა უკეთებდნენ... საინბფორმაციო ტექნოლოგიებს შეუძლია საქართველო აქციოს მართლაც მდიდარ და ძლიერ სახელმწიფო. მანამ კი, სანამ ეს მოხდება, დორზე წადით, რათა არ ჩაკლათ თქვენი იდეები, თორემ მერე გვიანი იქნება. საქართველო ახლა ის ადგილი არაა, სადაც შენი იდეები ფრთებს შეისხამენ. მაგრამ არ დაგავიწყდეს: ”მარად და ყველგან ემსახურო საქართველოს, ქართულ საქმეს!!!”

No comments:

Post a Comment